Back to Top
 

JPrize Web Geo

სამშაბათი, 27 აგვისტო 2019 11:16

მუნიციპალური ტრანსპორტის საკითხზე პარლამენტი, სავარაუდოდ, შემოდგომით იმსჯელებს

Rate this item
(0 votes)

საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატები მუნიციპალური ტრანსპორტის რეგულაციებს, სავარაუდოდ, საშემოდგომო სესიაზე განიხილავენ, -.ეს ინფორმაცია რადიო "მოზაიკას" ინფრასტრუქტურის სამინისტროდან მიაწოდეს.

უწყების ცნობით, ამ დროისთვის არსებობს გარკვეული საკანონმდებლო ხარვეზი ტრანსპორტის მართვის საკითხთან დაკავშირებით და უწყება მთავრობას სწორედ მისი დარეგულირების მიზნით მიმართავს. 

"იმისთვის, რომ არსებობდეს ჰარმონიზაცია კანონის სატრანსპორტო საშუალებების შესახებ და თვითმმართველობის კოდექსს შორის, საჭიროა ცვლილებების განხორციელება. მთავრობასთან უკვე ინიცირებულია ეს საკითხი და მთავრობის სხდომის შემდეგ განსახილველად შემდეგ ის უკვე პარლამენტს გადაეგზავნება, ვფიქრობთ, ამ საკითხზე მსჯელობა საშემოდგომო სესიაზე მოესწრება", - აცხადებენ სამინისტროში.

გორის მუნიციპალიტეტი 10 ახალი ავტობუსის ჩამოყვანას სწორედ ამ ცვლილების ამოქმედების შემდეგ ელოდებიან, რათა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მართვის და რეგულაციების დაწესების უფლება ადგილობრივ დონეზე არსებობდეს. ამ დრომდე ეს უფლება მხოლოდ თვითმმართველ ქალაქებს გააჩნიათ.

Read 408 times