Back to Top
 

JPrize Web Geo

სამშაბათი, 27 აგვისტო 2019 12:23

მუშის გარდაცვალების ფაქტზე კეთილმოწყობის სააგენტოს ხელმძღვანელი გამოკითხვაზე დაიბარეს

Rate this item
(0 votes)

გორში ფეშენ ვიკის ჩატარებისას მუშის გარდაცვალების საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს. სამართალდმცავებმა უკვე დაკითხეს კეთილმოწყობის სააგენტოს ხელმძღვანელი. ბაჩანა გვიანიშვილი რადიო "მოზაიკასთან" საუბარში ამბობს, რომ გამოძიებისთვის საინტერესო ყველა კითხვას უპასუხა, თუმცა შინაარსობლივ მხარეზე მედიასთან ის არ საუბრობს.

გვიანიშვილის განმარტებით, პიროვნება, რომელიც თვენახევრის წინ სამსახურეობრივი მოვალეობის დროს გარდაიცვალა მტვირთავი მუშის პოზიციას იკავებდა და ის საქმიანობა, რასაც ახორციელებდა მის კომპეტეციებს არ სცილდებოდა.

"უსაფრთხოების ზომები რამდენადაც შესაძლებელი იყო იმდენად იყო დაცული, მაგრამ ყველაფერს გამოძიება დაადგენს. ჰქონდა თუ არა ტექნიკური შემოწმება ჩატარებული ავტომანქანას, რომლითაც მუსა გადაადგილდებოდა, ეს არაფერშუაშია ბანერის გადავარდნასთან", - აცხადებს კეთილმოწყობის სააგენტოს ხელმძღვანელი ბაჩანა გვიანიშვილი.

გორში ფეშენ ვიკის ჩატარებისას კეთილმოწყობის სააგენტოს ღონისძიებისთვის ტექნიკური დახმარების გაწევა გორის მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის დავალებით ჰქონდა მიღებული, სწორედ ამ პროცესში გარდაიცვალა მუშა, რომელსაც სატვირთო ავტომანქანით ბანერი გადაჰქონდა. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება გრძელდება და ამ ეტაპზე სამართალდამცვავები ექსპერტიზის პასუხებს ელოდებიან.

Read 835 times