ბიბილოვი: ტატუნაშვილის გარდაცვალების გარშემო ისტერიის მიზეზი საქართველოში წინასაარჩევნო ბრძოლაა

მარტი 13 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

"ტატუნაშვილის გარდაცვალების გარშემო სპეკულაციებისა და ისტერიის ერთ-ერთი მიზეზი საქართველოში წინასაარჩევნო მწვავე პოლიტიკური ბრძოლაა," - ამის შესახებ ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა. 

„დღეს საქართველოში მწვავე პოლიტიკური ბრძოლა მიმდინარეობს საპრეზიდენტო არჩევნების ფონზე. სხვადასხვა პოლიტიკური ძალა ცდილობს ქულების დაწერას პოპულისტური განცხადებებისა და აქციების ხარჯზე. ჩვენ ვიცით, რომ ასეთი ქულების დაწერა ყველაზე იოლია ნაციონალიზმის საკითხისა და რევანშისტური გამონათქვამების გამოყენებით“, - აღნიშნა ანატოლი ბიბილოვმა. 

მისი თქმით, აღნიშნული ისტერიის კიდევ ერთი წყარო საქართველოს დასავლელი კურატორები არიან, რომლებიც უფლებადამცველ ორგანიზაციებს იყენებენ, რათა კიდევ ერთხელ წარმოაჩინონ „სამხრეთ ოსეთი“, როგორც ოკუპირებული რეგიონი, სადაც ადამიანის უფლებები სისტემატურად ირღვევა. 

Read 1831 times Last modified on Last modified on მარტი 13 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი