ნუგზარ ლამაზოღლის გარდაცვალების საქმეზე ექსპერტიზის პასუხი 1 თვის შემდეგაც არ არის

აგვისტო 29 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს თანამშრომლის, ნუგზარ ლამაზოღლის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო კვლავ ექსპერტიზის პასუხს ელოდება.

ნუგზარ ლამაზოღლის გარდაცვალებიდან 36 დღე გავიდა, თუმდა ექსპერტიზის დასკვნა ჯერ კიდევ არ არის.

აღნიშნულიდან გამომდინარე, მუხლი ჯერ არ გადაკვალიფიცირებულა. შსს-ში აცხადებენ, რომ მუხლის შეცვლა ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ მოხდება.გამოძიება ამ დრომდე ტრანსპორტის უსაფრთხოების წესების დარღვევის მუხლით წარმოებს.

ინფორმაციისთვის, ნუგზარ ლამაზოღლი 57 წლის ასაკში, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიღებული ტრავმებით 24 ივლისს, გვიან ღამით გარდაიცვალა.

Read 176 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი