ცხინვალის რეჟიმი: საქართველოს არ სურს უარის თქმა შეიარაღებული კონფლიქტის პროვოცირებაზე
ცხინვალის ე.წ. სახელმწიფო დეპარტამენტმა გაეროს, ევროკავშირსა და ეუთოს მოთხოვნით მიმართა, საოკუპაციო რეჟიმს სურს, რომ ყველა ძალისხმევა შეჩერდეს "სამხრეთ ოსეთის" წინააღმდეგ საქართველოს "პროვოცირების" შესაჩერებლად.
"თბილისის კიდევ ერთი მცდელობა იყო ”ძალა დაემტკიცებინაა” "რესპუბლიკის სახელმწიფო საზღვართან", რაც დეფაქტო უწყების შეფასებით, ნიშნავს იმას, რომ საქართველოს არ სურს უარი თქვასახალი შეიარაღებული კონფლიქტის პროვოცირების მცდელობებზე, რაც მთლიანად გაანადგურებს რეგიონალური სტაბილურობისა და უსაფრთხოების არსებულ სტრუქტურას", -აღნიშნავენ დეფაქტო საგარეო საქმეთა სამინიტროში.
ე.წ. ცხინვალის წარმომადგენლობამ ქართული საგუშაგოს მშენებლობის საკითხი გუშინ ერგნეთის შეხვედრაზე გააპროტესტა.
"შეხვედრის დროს დაისვა სამხრეთ ოსური სოფელ უისტას (წნელის) რეგიონში ქართული საგუშაგოს მშენებლობის თემაზე, სადაც 49 ოჯახი ცხოვრობს. სამხრეთ ოსეთის დელეგაციამ შესთავაზა, რომ ქართულმა მხარემ შეაჩეროს უკანონო მშენებლობა და დაუყოვნებლივ გაიტანოს ქართული შეიარაღებული დანაყოფი რესპუბლიკის ტერიტორიაზე მდებარე გამაგრებული ობიექტივიდან, მაგრამ "კომპრომისი შემოთავაზებაზე არ იქნა მიღებული ქართული მხარის მიერ", - აცხადებენ დეფაქტო უწყებაში.
ამავე თემაზე: ერგნეთში გამართულ შეხვედრაზე 10 საკითხიდან მხოლოდ 1-ზე ისაუბრეს
Latest from რადიო მოზაიკა
- საჯარო მოხელემ 14 დეკემბრის აქციაზე ჟურნალისტთან საუბარს თავი მუქარით აარიდა
- 20 -21 ივნისის მოვლენების ანგარიშის განხილვას ადგილობრივი ხელისუფლებიდან არავინ დასწრებია
- გორის მერია შენობის დასუფთავების მომსახურებისთვის 100 000 ლარამდე დახარჯავს
- ნაგვის ადგილი ურნაშია და არა ქუჩაში - ახალგაზრდებმა გორში დასუფთავების აქცია მოაწყეს
- მაკრახიძე ჟურნალისტზე: თუ მიჩივლებს, მეც ვუჩივლებ იმ შეურაცხყოფაზე, რაც მომაყენა