mukilurji640X90

გორის მუნიციპალიტეტის მერიას 3 თვე უსრულდება - მოქალაქეთა შეფასებები

მარტი 13 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ავტორი: ხატია მუმლაძე

ქალაქისა და მუნიციპატეტის გაერთიანებიდან 3 თვე გავიდა. რა მოლოდინები ჰქონდათ მოქალაქეებს და რა არის შედეგი? - ამის გარკვევას რადიო "მოზაიკა" შეეცადა. 

ქალაქისა და მუნიციპალიტეტების გაერთიანებიდან სამ თვეში მოქალაქეებს რაიმე ხელშესახებ ცვლილებაზე საუბარი უჭირთ. 

„ამ სამი თვის განმავლობაში მნიშვნელოვანი ცვლილება ჯერ არ ყოფილა, თუმცა ვფიქრობ რომ დადებითი შედეგები ექნება. სამსახურებში მოხდა რეორგანიზაცია და ვფიქრობ, რომ ამ მხრივ ხარჯებიც შემცირდა“,- ამბობს გვანცა ხაბელაშვილი. 

სასიკეთო ცვლილებას არ ელოდება თეონა ფანქველაშვილი. 

"ჩემი აზრით, თემისა და ქალაქის გაერთიანება იყო დიდი შეცდომა. ერთადერთი, რასაც ველოდები ისაა, რომ ხელისუფლება მიხვდება ამას. ოპტიმიზაცია ფაქტობრივად შეუძლებელს ხდის თანხების მიზნობრივ ხარჯვას, რადგან ქალაქისა და სოფლის პრობლემების დიფერენცირება აღარ ხდება."

ქალაქის და თემის გაერთიანების მთავარი მოტივაცია ადმინისტრაცილი რესურსების შემცირება და პროგრამულ რესურსებზე მეტი თანხის დახარჯვა იყო.

„მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრის" ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ ხელისუფლებამ ამ მიმართულებით მიზანს ჯერჯერობით ვერ მიაღწია. კოკა კიღურაძე ამბობს, რომ ზოგიერთ მუნიციპალიტეტში ადმინისტრაციული ხარჯები არათუ შემცირდა, არამედ გაიზარდა კიდეც.

„გორის შემთხვევაში ადმინისტრაციული ხარჯები მცირედით შემცირდა, თუმცა წლის ბოლომდე დროა. შესაბამისად, სრული საბიუჯეტო მონაცემები ჩვენ წლის ბოლოს გვეცოდინება. ეხლა არსებული ბიუჯეტით, შეიძლება ითქვას, რომ ადმინისტრაციული ხარჯების შემცირება გორში არ მომხდარა", - განაცხადა კიღურაძემ. მას "დემოკრატიის სკოლაში" ვესაუბრეთ. 

კოკა კიღურიძე ქალაქის და თემის პრობლემებს ერთმანეთისგან მიჯნავს და ფიქრობს, რომ ქალაქისა და მუნიციპალიტეტების გაერთიანება, საბიუჯეტო რესურსების სწორად წარმართვას ხელს შეუშლის.

„ქალაქისა და თემის გაერთიანებას დადებითი შედეგი არ მოუტანია, მუნიციპალიტეტების ზომა კიდევ უფრო გაიზარდა, იმის ნაცვლად რომ შემცირებულიყო და უფრო გაზრდილიყო მოქალაქეთა ჩართულობის ხარისხი.“

შეგახსენებთ, რომ 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, 7 თვითმართველი ქალაქი და თემის გაერთიანდა. მათ შორის ერთ-ერთი გორი და გორის მუნიციპალიტეტი იყო. გორის მუნიციპალიტეტის მერია ოფიციალურად 19 დეკემბერს შეიქმნა. 

საკუთარი 100 დღიანი მუშაობის ანგარიში მუნიციპალიტეტის მერმა მოქალაქეებს ერთი კვირის წინ წარუდგინა

Read 831 times Last modified on Last modified on მარტი 13 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი