გორის მერიას დახმარებისათვის 2900 მოქალაქემ მიმართა

მარტი 13 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გასული წლის განმავლობაში გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ადგილობრივების სოციალური დახმარებისათვის  620 ათასი ლარი დახარჯა. ინფორმაცია ამის შესახებ რადიო „მოზაიკას“ გორის მაჟორიტარი დეპუტატის ბიუროდან აცნობეს.

სამედიცინო დახმარებისთვის გორის მერიას 1173 მოქალაქემ მიმართა. მერიას მათთვის 343 ათასი ლარი გამოყო.

გარდა ამისა, 263 მოქალაქეს 26 ათასი ლარის ღირებულების მედიკამენტები შეუძინეს.

2017 წელის განმავლობაში გორის მერიამ 880 მოქალაქის ფინანსურად დასახმარებლად 191270 დახარჯა. 

კომუნალური დახმარებისათვის კი მერიამ 58800 ლარი გამოყო. თანხა გორის 594  მკვიდრზე გადაანაწილეს.

Read 1270 times Last modified on Last modified on მარტი 13 2018

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი