Back to Top
 

JPrize Web Geo

ორშაბათი, 02 სექტემბერი 2019 11:26

სოფელ ფხვენისში ამბულატორიის რეაბილიტაცია დასრულდა

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ფხვენისში ამბულატორიის რეაბილიტაცია დასრულდა.

პროექტის მიხედვით, ოთახებში გაკეთდა კოსმეტიკური რემონტი და მოეწყო გათბობის სისტემა.

სამუშაოები ი/ნ კახა დათაშვილმა შეასრულა.

ამბულატორია 1 200 - ზე მეტ ადამიანს ემსახურება.

2019 წელს გორის მერია 5 სოფლის - ახალდაბის, ბერბუკის, ძევერის, საქაშეთისა და ფხვენისის ამბულატორიების შენობების რეაბილიტაციას აცახორციელებს. გარდა ამისა, უწყება ტინისხიდში ახალი ამბულატორიის შენობასაც აშენებს.

სამუშაოებისთვის ჯამში 128 572 ლარი იხარჯება.

Read 469 times