სეტყვისგან მიყენებული ზარალი გორის სოფლებში 15 მილიონზე მეტია

სექტემბერი 02 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

მიმდინარე წლის მაისში გორის სოფლებში სეტყვის შედეგად მიყენებულმა ზარალმა დაახლოებით 15-დან 16 მილიონ ლარამდე მიაღწია, - ამის შესახებ ინფორმაცია დეპუტატებმა გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს სხდომაზე მოისმინეს.

ანგარიშის მიხედვით, გორის მუნიციპალიტეტში წელს 90 000 ტონამდე კურკოვანი და თესლოვანი ხილის მოსავალს ელოდებიან.

"მუნიციპალიტეტში ხილის მოსავალი გაცილებით მეტი იქნებოდა, რომ არა მაისის თვეში მოსული ძლიერი სეტყვა, რის შედეგადაც ვარიანის, შინდისის, ნიქოზის, ტირძნისის, დიცის, მერეთის და ქიწნისის თვითთმარველ ერთეულში შემავალი 31 სოფელი დაზიანდა, სავარაუდო ზარალმა შეადგინა 15 - 16 მილიონი ლარი", - წერია ანგარიშში.

ანგარიშის მიხედვით, სახელმწიფომ სეტყვისგან დაზარალებულ მოსახლოებას და ფერმერებს 1 ჰექტარზე 200 ლარიანი დახმარება გაუწია. გარდა ამისა, ფერმერები თითოეულ ჰექტარზე ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსგან 250 ლარს მიიღებენ.

"მომზადებულია დამატებითი 509 ჰექტარზე. მოსახლეობის, რომლებიც გამორჩენილი იყვნენ სიებში. ფერმერები ჯერ კიდევ ერიდებიან, რომ დააზღვიონ საკუთარი მოსავალი სტიქიური მოვლენებისგან. მათთვის განსაკუთრებით ხელსაყრელია აგროდაზღვევა, სადაც დაზღვევის გადასახადის 70% სახელმწიფო იხდის", - ნათქვამია ანგარიშში.

სახელმწიფო სეტყვისგან დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად, საერთო ჯამში 2 მილიონამდე ლარს დახარჯავს.

 

Read 187 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი