Back to Top
 

JPrize Web Geo

ოთხშაბათი, 14 მარტი 2018 11:22

საბავშვო ბაღების პედაგოგებს გათავისუფლების შესახებ განცხადებას აწერინებენ

Rate this item
(0 votes)

გორის საბავშვო ბაღების დირექტორებსა და პედაგოგებს სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადების დაწერა მოსთხოვეს -  ინფორმაცია ამის შესახებ რადიო „მოზაიკას“ გორში მოქმედი რამდენიმე  საბავშვო ბაღის აღმზრდელებმა მიაწოდეს.

მათი თქმით, განცხადებების დაწერის დირექტივა საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოსაგან მიიღეს. მოტივი კი მიმდინარე რეორგანიზაციით აუხსნეს.

საბავშო ბაღების პედაგოგები ამბობენ, რომ რეორგანიზაციით, საბავშვო ბაღების მართვის სააგენტო, სკოლამდელ დაწესებულებებში აღმზრდელების რაოდენობის შემცირებას ცდილობს.

სააგენტოს ხელმძღვანელი ლია კოვზიაშვილი ადასტურებს, რომ რეორგანიზაცია ნამდვილად მიმდინარეობს. მისი განცხადებით, საბავშვო ბაღების მართვის სააგენტოს არცერთი პედაგოგისათვის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ განცხადების დაწერა არ მოუთხოვია. კოვზიაშვილის განმარტებით, მიმდინარე რეორგანიზაციის გამო, სამსახურიდან გათავისუფლება არავის ემუქრება.

Read 3447 times Last modified on ოთხშაბათი, 14 მარტი 2018 12:02