შიდა ქართლის გუბერნატორი: არ ვიცოდი, დირექტორი თუ ვიყავი

მარტი 14 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

შიდა ქართლის გუბერნატორი კახა სამხარაძე რადიო ,,მოზაიკას“ მიერ რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ იმ ინფორმაციას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით ის შპს-ში ,,ბიჭები და კომპანია“ დირექტორად ფიქსირდება. კახა სამხარაძისთვის ამ კომპანიის არსებობა მოულოდნელი აღმოჩნდა და განმარტა, რომ მას ხელმძღვანელის პოზიცია ფორმალურად ეკავა.

რეალურად, სამხარაძის განცხადებით, ამ კომპანიას ფუნქციონირება არც კი დაუწყია. რაც შეეხება საჯარო რეესტრის მონაცემებს, გუბერნატორი რადიო ,,მოზაიკას“ მიერ ინფორმაციის გავრცელების შედეგად, საჯარო დოკუმენტში სათანადო ცვლილებების შეტანას იურისტების დახმარებით შეეცდება.  


,,პირველად მესმის თქვენგან. მე რამდენადაც მახსოვს, ეგ კომპანია 2005 წელსვე გააუქმეს. არც დაუწყია ფუნქციონირება. არ ვიცი, ამ დრომდე რატომ ფიქსირდება საჯარო რეესტრში, მე მაგ შპს-სთან შეხება არ მაქვს“, - განმარტა კახა სამხარაძემ.

იურისტების განმარტებით კი, თუ გუბერნატორი, საჯარო რეესტრის მიხედვით, ფიქსირდება კონკრეტულ შპს-ში ხელმძღვანელის თანამდებობაზე, ის პასუხისმგებლობისაგან ვერ გათავისუფლდება.  ადამიანის უფლებათა ცენტრში განმარტავენ, რომ ამ უწყებაზე უტყუარობისა და სისრულის პრეზუმცია მოქმედებს და ოფიციალურ დოკუმენტად, რაიმე ფაქტის დადასტურებისთვის, სწორედ საჯარო რეესტრის მონაცემები უნდა იქნას გამოყენებული. კახა სამხარაძე კი რეესტრის ვებ-გვერდზე ამ დრომდე შპს ,,ბიჭები და კომპანიას“ ხელმძღვანელად ფიქსირდება და შპს-ს 20% იან წილს ფლობს.

Read 1924 times Last modified on Last modified on მარტი 14 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი