Back to Top
ოთხშაბათი, 04 სექტემბერი 2019 13:14

მაკრახიძე: სასირცხვილო არაფერი გამიკეთებია,არ ვიცი რატომ გამომიკრეს წარწერა

Rate this item
(0 votes)

გორის მაჟორიტარი დეპუტატი სამუშაო ოთახთან წარწერის "სირცხვილია" გამოკვრას ეხმაურება.

იოსებ მაკრახიძე ამბობს, რომ პირადად ეს წარწერა არც უნახავს და არც ჩამოუხსნია და არც ის იცის, თუ რას უკავშირდება მისთვის უცნობი პირ(ებ)ის მიერ განხორციელებული ეს ქმედება.

"ვისაც რა მოელანდება ის დაწეროს და გამოაკრას ასე ხომ არ შეიძლება. მე ჩემი ცხოვრების მანძილზე სასირცხვილო საქმე ნამდვილად არ გამიკეთებია და ვცდილობ რომ არც გავაკეთო, რით დავიმსახურე ასეთი შეფასება ვერ ვხვდები", - უთხრა რადიო "მოზაიკას" იოსებ მაკრახიძემ.

გორში, დეპუტატის ბიუროს სამუშაო ოთახთან წარწერა "სირცხვილია" რამედნიმე დღის წინ გამოჩნდა და როგორც დეპუტატი ამბობს კედლიდან მაშინვე ჩამოხსნეს, ისე, რომ ადგილზე ის პირადად არ უნახავს.

Read 609 times Last modified on ოთხშაბათი, 04 სექტემბერი 2019 13:20