Back to Top
 

JPrize Web Geo

ხუთშაბათი, 05 სექტემბერი 2019 14:42

სახელმწიფო აუდიტმა გორის მერიისა და საკრებულოს მუშაობაში დარღვევები გამოავლინა

Rate this item
(0 votes)

რადიო "მოზაიკას" ინფორმაციით, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გორის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოში წლის დასაწყისში დაწყებული მუშაობა დაასრულა.

ანგარიში 2017-2018 წლების პერიოდს მოიცავს და ის მუნიციპალიტეტის მუშაობის ნაკლოვანებებს ეხება.

დოკუმენტი მერიას 30 აგვისტოს გაეგზავნა. რის შემდეგაც, ადგილობრივ თვითმმართველობას შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენა სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის 7 კალენდარული დღის ვადაში შეუძლია.

სახელმწიფო აუდიტის დასკვნა, რომელიც 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ პირველად მომზადდა, ის ძირითადად ეხებ ბიუჯეტის შესრულებას, უხარისხოდ მოწყობილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს, ა(ა)იპ-ებში გაბერილ საშტატო ნუსხას, გამარტივებულ შესყიდვებში არსებულ შეუსაბამობებს, აუთვისებელ გრანტებს და საკრებულოს წევრებზე დაუსაბუთებლად გაცემულ ანაზღაურებებს.

გამოვლენილი დარღვევა - ნაკლოვანებების საპასუხოდ, აუდიტის სამსახურმა მერიას 14 რეკომენდაცია გაუგზავნა.

უშუალოდ დასკვნა კი, 66 გვერდისგან შედგება.

Read 1133 times Last modified on ხუთშაბათი, 05 სექტემბერი 2019 15:19