რაც აუდიტის პირველად ანგარიშში წერია, ყველაფერი ეგრე არაა - გორის მერს შენიშვნები აქვს

სექტემბერი 06 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მერია 10 სექტემბრამდე სახელმწიფო აუდიტის სამსახურს შენიშვნებს გადაუგზავნის, - ამის შესახებ რადიო "მოაზიკას" გორის მერმა აცნობა.

კონსტანტინე თავზარაშვილი აუდიტის სამსახურის პირველადი ანგარიშის ზოგიერთ მონაცემს და შეფასებას არ ეთანხმება და აცხადებს, რომ დოკუმენტი საბოლოო სახით განსხვავებული იქნება.

"ყველაფერი ეგრე არ არის, რაც მანდ წერია. ჯერ ვერანაირ შეფასებას ვერ გავაკეთებ მომზადებულ ანგარიშთან დაკავშირებით, რადგან ის არ არის საბოლოო ვერსია. ჩვენ გვაქვს გარკვეული შენიშვნები, რომელსაც გავუგზავნით აუდიტის სამსახურს და ვფიქრობთ, რომ პირველადი ანგარიშით გამოკვეთილი სურათი გორის მერიასთან დაკავშირებით, საბოლოო ვერსიაში განსხვავებული იქნება", - აცხადებს კონსტანტინე თავზარაშვილი.

Read 371 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი