გორის მერი: ჩემი დირექტორობის გაუქმების საკითხი მიყურადდა

მარტი 15 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

შპს ,,მარინის“ ლიკვიდაციას არაფერი უნდა, - ასე ეხმაურება გორის მუნიციპალიტეტის მერი კომპანიის საკითხს, სადაც ამ დრომდე დირექტორად ფიქსირდება. კონსტანტინე თავზარაშვილი ამბობს, რომ ამ კომპანიასთან ათეული წლებია, შეხება აღარ ჰქონია და მას შემდეგ აღარც უფუნქციონირია.

 ,,მაგ კომპანიის გაუქმებას წინ არაფერი უდგას. დაიწერება განცხადება და მოხდება ლიკვიდაცია. მე არანაირი შეხება არ მაქვს მაგ შპს-სთან. დირექტორად შეიძლება ვფიქსირდები, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ მე რეალურად რამე საქმიანობას ვეწევი ამ შპს-ში“, - განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის მერმა. 

ადამიანის უფლებათა ცენტრში განმარტავენ, რომ საჯარო რეესტრის მიმართ უტყუარობისა და სისრულის პრეზუმცია მოქმედებს და ოფიციალურ დოკუმენტად, რაიმე ფაქტის დადასტურებისთვის, სწორედ საჯარო რეესტრის მონაცემები უნდა იქნას გამოყენებული.

წესდების მიხედვით, გორის მერი ამ დრომდე შპს ,,მარინის“ 40%-იანი წილის მფლობელია. ამავე კომპანიაში ფიქსირდება მისი მეუღლე, გორის სოციალური სუბსიდიების სააგენტოს უფროსი სპეციალისტი ქეთევან ტატიაშვილი, რომელიც შპს ,,მარინის“ 25%-იან წილს ფლობს.

Read 1244 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი