Back to Top
ორშაბათი, 09 სექტემბერი 2019 11:51

ცხინვალმა ე.წ. საზღვრის მდგომარეობის შესახებ დასახმარებლად რუსეთს მიმართა

Rate this item
(0 votes)

ცხინვალის დე ფაქტო პარლამენტმა რუსეთის ფედერაციის საბჭოსა და სახელმწიფო დუმას მიმართა თხოვნით, შეიმუშავონ ერთობლივი პოზიცია ადმინისტრაციულ საზღვარზე დაძაბულობის დეესკალაციის მიზნით.

ამის შესახებ ინფორმაცია დე ფაქტო პარლამენტის ვებგვერდზეა განთავსებული.

"სამხრეთ ოსეთის პარლამენტი სთხოვს რუსეთის ფედერაციის საბჭოსა და სახელმწიფო დუმას, გაიმართოს პარლამენტთაშორისი კონსულტაციები ერთიანი პოლიტიკის შესამუშავებლად, რომელიც ხელს შეუწყობს დეესკალაციას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას და სამხრეთ ოსეთის მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფას, “ - ნათქვამია მიმართვაში.

გარდა ამისა, ე.წ. დეპუტატები ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ ევროკავშირი, რომელიც დამკვირვებელთა მისიით არის წარმოდგენილი მოლაპარაკებათა პროცესში, უარს აცხადებს აღებული ვალდებულებების შესრულებაზე იმ გარანტიათა უზრუნველყოფის საკითხში, რომელიც ძალის გამოუყენებლობის პრინციპს უკავშირდება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაგმო ცხინვალის გადაწყვეტილება საზღვრის ჩაკეტვასთან დაკავშირებით.

Read 447 times