Back to Top
 

JPrize Web Geo

ორშაბათი, 09 სექტემბერი 2019 15:10

გორის მერია გამარტივებული შესყიდვით 9 968 ლარის მილებს შეიძენს

Rate this item
(0 votes)
გორის მუნიციპალიტეტის მერიას გამარტივებული შესყიდვის წესით, 9 968 ლარის წყლის მილების შეძენა სურს.
მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სპეციალისტის, ნათია მდინარიძის განმარტებით, წყლის მილების შესყიდვა სოფელ წითელწყაროსთვის ხდება.
"საყავრეს ადმინისტრაციული ერთეულის წითელწყაროსთვის ხდება მილების შეძენა. მთავრობის განკარგულების მიხედვით, უფლება გვაქვს ამ შემთხვევაში გამარტივებული შესყიდვა განხორციელდეს" - ამბობს ნათია მდინარიძე.
ხელშეკრულებას გორის მერია შპს "ანტგეო"-სთან გააფორმებს.
Read 1128 times Last modified on ორშაბათი, 09 სექტემბერი 2019 15:21