Back to Top
სამშაბათი, 10 სექტემბერი 2019 15:51

გორის მერიას ზღვრულ ოდენობაზე 2-ჯერ მეტი მანქანა ჰყავს-აუდიტის სამსახური

Rate this item
(0 votes)
სახელმწიფო აუდიტის პირველად ანგარიშში, რომელიც გორის მუნიციპალიტეტის მერიის მუშაობას ეხება, ვკითხულობთ უწყების მფლობელობაში არსებული ავტომანქანების რაოდენობის შესახებ. დასკვნის მიხედვით, მერიას რეკომენდებულზე 2-ჯერ მეტი მანქანა ჰყავს.
"მერიის სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა მნიშვნელოვნად აღემატება საქართველოს მთავრობის დადგენილებით რეკომენდებულ ზღვრულ ოდენობას. კერძოდ, რეკომენდებული 10 ერთეულის ნაცვლად, მუნიციპალიტეტი განკარგავს 22 სამორიგეო ავტომანქანას" - ვკითხულობთ დასკვნაში.
როგორც ცნობილია, 2018 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით, გორის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში ირიცხებოდა 36 მსუბუქი და მაღალი გამავლობის სატრანსპორტო საშუალება, რომლიდანაც 14 თხოვების ფორმით, გადაცემულია სხვადასხვა ა(ა)იპ-სა თუ ორგანიზაციაზე.
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
Read 407 times