გორის მერი იკვლევს, როგორ აღმოჩნდა "მოზაიკას" ხელში აუდიტის პირველადი ანგარიში

სექტემბერი 11 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის მერმა, კონსტანტინე თავზარაშვილმა დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება იმ თანამშრომლის გამოსავლენად, რომელმაც სახელმწიფო აუდიტის სამსახურის თანამშრომლისგან მიღებული წერილი "მოზაიკა"-ს მიაწოდა. ინფორმაცია ამ ფაქტის შესახებ ერთ-ერთ მედიასაშუალებაში გავრცელდა.

კონსტანტინე თავზარაშვილის თქმით, ის თანამშრომელი, რომელმაც აუდიტის პირველადი ანგარიში მედიასაშუალებას გადასცა, მკაცრად დაისჯება.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" დირექტორის, გვანცა დოლუაშვილის თქმით, აუდიტის სამსახურის პირველადი ანგარიში ცალსახად მნიშვნელოვანი დოკუმენტია, რომლის დაკნინებაც, წესით, გორის მერს თავდაცვის პოზიციიდანაც არ უნდა უღირდეს. 

"მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშის გასაჯაროების საშუალება მოგვეცა. რა თქმა უნდა, გვაქვს მოლოდინი, რომ ამ ანგარიშში რაღაცები ჩასწორდება, როგორც ეს არაერთხელ მომხდარა, მაგრამ ფაქტი არ შეიცვლება - ამ დასკვნამ ასახა ყველა ის ხარვეზი, გადაცდომა და კანონდარღვევა, რომელზეც "მოზაიკა" წლებია აქტიურად წერს. ვფიქრობ, რომ სწორედ ამ მიმართულებით ჩვენი აქტიური მუშაობის შედეგია ის, რომ "მოზაიკამ" და გორის მერმა ეს დოკუმენტი პრაქტიკულად ერთდროულად მივიღეთ. ველოდებით, რა სახეს მიიღებს საბოლოოდ დასკვნა".

რადიო "მოზაიკა" გორის მერიას დაუკავშირდა იმ შენიშვნებთან დაკავშირებით, რომელიც უწყებას აუდიტის პირველად ანგარიშთან დაკავშირებით აქვს, თუმცა მერიამ კომენტარი არ გააკეთა.

სახელმწიფო აუდიტის პირველადი ანგარიში, რომელიც 66 გვერდისგან შედგება, მერიას 30 აგვისტოს გადაეგზავნა. შენიშვნების და მოსაზრებების გაგზავნა უწყებას 7 კალენდარული დღის ვადაში შეეძლო.

რადიო "მოზაიკა" კვირის ბოლოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პირველადი ანგარიშის სრულად გასაჯაროებას გეგმავს. 

Read 532 times Last modified on Last modified on სექტემბერი 11 2019

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი