ბროწლეთში რიტუალების სახლს რეაბილიტაცია უტარდება
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბროწლეთის რიტუალების სახლს რეაბილიტაცია უტარდება.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, მოსახლეობამ რიტუალების სახლის რეაბილიტაცია გადაწყვიტა.
სამუშაოებს შპს "ხაჩა" ასრულებს.
სამუშაოების ღირებულება ჯამში 15 197 ლარია.
რიტუალების სახლში შეიცვალა სახურავის დაზიანებული ნაწილი, მოეწყო სახურავის საბურველი, დაიგო მეტლახის იატაკი და შეიკიდა პლასტიკატის ჭერი.