24 ინფრასტრუქტურული პროექტი 4 წელში - მერის დაპირება და ენმ-ს კრიტიკა

მარტი 15 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ავტორი: ხატია მუმლაძე

კონსტანტინე თავზარაშვილი წინასაარჩევნოდ ამომრჩეველს 24 ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებას დაპირდა. "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" ფიქრობს, რომ მერს დაპირების შესრულება უკვე უნდა დაეწყო. ოპოზიციის საპასუხოდ, თავზარაშვილი ამბობს, რომ მუნიციპალიიტეტში პროექტების გახორციელება დაწყებულია. 

 

ერთიან ნაციონალურ მოძრაობას აინტერესებს, თუ რატომ არ იწყებს მუნიციპალიტეტის მერი დაპირებული პროექტების განხორციელებას. რეზო კახნიაშვილი მიიჩნევს, რომ 5 თვეში კოტე თავზარაშვილს პროექტების დაგეგმვა მაინც უნდა მოესწრო.

„საწუხაროდ დღეს გაკეთებულს ვერაფერს ვხედავ. მერიაში შიდა დაპირისპირებებით და ხელფასების ზრდით არიან დაკავებულნი. ამ დროში პროექტები მაინც უნდა დაეგეგმათ. ამ კუთხით გაკეთებული არაფერი ჩანს. ძირითადად, თავისი ნათესავების დასაქმებით არიან დაკავებულნი“, - ამბობს კახნიაშვილი

ოპოზიციის ბრალდებების საპასუხოდ, რადიო „მოზაიკა“ გორის მერს დაუკავშირდა, კონსტანტინე თავზარაშვილი ფიქრობს, რომ ხელისუფლების კრიტიკა ოპოზიციის მხრიდან ბუნებრივია.

„ოპოზიციას სხვა გზა არ აქვს, გარდა ბრალდებებისა. ამით ცდილობენ მოსახლეობის გაღიზიანებას. უახლოს პერიოდში იწყება სხვადასხვა ქუჩების მოწესრიგება. გარდა ამისა, რამდენიმე სოფელში გზის რეაბილიტაციაც დაიწყება“, - ამბობს თავზარაშვილი.

მუნიციპალიტეტის მერი ამბობს, რომ ეტაპობრივად ყველა დაპირებას შეასრულებს. მისი თქმით, ამ დრომდე ის რეორგანიზაციის პროცესზე იყო კონცენტრირებული.

შეგახსენებთ, რომ წინასაარჩევნო დაპირების თანახმად, 4 წელში მერმა მუნიციპალიტეტში 24 ინფრაქტრუქტურული პროექტი უნდა განახორციელოს.

 

 

 

Read 1943 times Last modified on Last modified on მარტი 15 2018

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი