გამწვანება, ატრაქციონების განახლება, დასუფთავება - კეთილმოწყობის სააგენტოს 1 წლის გეგმები

მარტი 15 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სააგენტოს დაფინანსება 2 მლნ 386 500 ლარია. სააგენტოს მიერ ერთ წელში განახორციელებლი აქტივობების ნუსხა საკრებულოს დეპუტატება უკვე მოიწონეს.

დამტკიცებული დოკუმენტის თანახმად, 2018 წელს „კეთილმოწყობის სააგენტო“ აპირებს:

  • 100 ურნის განთავსებას ქალაქის ტერიტორიაზე;
  • 600 ურნის განთავსებას გორის მუნიციპალიტეტის 35 სოფელში;
  • 30 ღია ურნის განთავსებას ქალაქის ტერიტორიაზე;
  • 50 ხელის ურიკის შეძენას;
  • ღამის განათების სანათების ჩანაცვლებას დიოდური სანათებით;
  • გორის სასაფლაოს ტერიტორიაზე არსებული გზების მოსწორება -მოშამდაკებას;
  • სასაფლაოზე არსებული სტიქიური ნაგავსაყრელების დასუფთავებას;
  • პარკირების ადგილების მონიშვნას;
  • სანერგე მეურნეობაში ახალი ერთწლიანი და მრავალწლიანი ნარგავების გამოყვანას;
  • სკვერებსა და გაზონებში ნარგავების გაშენება-შევსებას;
  • ქალაქის ტერირტორიაზე გაშენებული ხე-მცენარეების მოვლას;
  • მუნიციპალიტეტის სოფლებში არსებული სკვერების და პარკების აღრიცხვას და მოვლას;
  • ,,ახალბაღში“ სარბენი და ველობილიკების მონიშვნას;
  • თემატური საღამოების მოწყობას;
  • დასასვენებელი სკამების შეკეთებას და შეღებვას;
  • ბულვარის ღობის შეღებვას;
  • ბორდიურების შეღებვას;
  • ტრენაჟორების შეკეთებას და შეღებვას;
  • ატრაქციონების კაპიტალურად გარემონტებას;
  • მწვანე ნარგავების შევსებას, საჭიროების მიხედვით;
  • ზოოპარკიდან გამოსული ჩამდინარე წყლების სალექარის მოწყობას.
Read 1622 times Last modified on Last modified on მარტი 15 2018

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი