გორში ტურიზმის ახალი ცენტრი აშენდება
ევროკავშირის გრანტით, გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ტურიზმის ცენტრის ასაშენებლად, ტენდერი გამოაცხადა.
ტენდერის სავარაუდო ღირებულება 737 942 ლარია.
როგორც ცნობილია, ცენტრი გორის ცენტრალურ ნაწილში, გურამიშვილის ქუჩის მიმდებარედ, გორის ციხის ტერიტორიაზე აშენდება.
ცენტრში განთავსდება სუვენირების გასაყიდი ფართი და ტურისტული საინფორმაციო ცენტრი, ასევე ბარგის შესანახი, საზოგადოებრივი საპირფარეშო და საკონსულტაციო/საკონფერენციო დარბაზი.