Back to Top
 

JPrize Web Geo

ორშაბათი, 16 სექტემბერი 2019 12:04

ცხინვალის რეგიონიდან დევნილი გოგონა სან-დიეგოს უნივერსიტეტში ჩაირიცხა

Rate this item
(0 votes)

ცხინვალის რეგიონის, სოფელ ბელოთიდან იძულებით გადაადგილებული დიანა რთველაძე სან-დიეგოს უნივერსიტეტის თბილისის ფილიალში ჩაირიცხა, - ამის შესახებ ინფორმაციას სამხრეთ ოსეთის დროებითი ადმინისტრაცია ავრცელებს.

"ვიცი, რომ არ იქნება ადვილი ჩემთვის უნივერსიტეტში სწავლა, რადგან პროცესი მთლიანად ინგლისურ ენაზე მიმდინარეობს, მაგრამ მე ვემზადებოდი ამისთვის და კიდევ ბევრ რამეს გავაკეთებ. არ დავზოგავ თავს, რომ მივიღო ხარისხიანი განათლება“, – ამბობს დიანა.

სწავლის საფასურის ნაწილს სან-დიეგოს უნივერსიტეტის ადმინისტრაცია გადაუხდის, ხოლო დარჩენილი გადასახადის 50%-ს - სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია.

დიანა 4 წლის განმავლობაში ისწავლის ფაკულტეტზე „კომპიუტერული ტექნოლოგიები“ (ბაკალავრიატის პროგრამა).

Read 933 times