Back to Top
 

JPrize Web Geo

პარასკევი, 16 მარტი 2018 11:04

ევროკავშირის ელჩი: ტატუნაშვილის საქმეზე შეშფოთებას დიპლომატიური გზებით გამოვხატავთ

Rate this item
(0 votes)

შემაშფოთებელია, რომ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს ჯერ არ გადასცემია და ჩვენ ამ შეშფოთებას დიპლომატიური გზებით გამოვხატავთ, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა იანოშ ჰერმანმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირი ერთ-ერთი პირველი ორგანიზაცია იყო, რომელმაც ტატუნაშვილის ტრაგიკული გარდაცვალების შესახებ განცხადება გააკეთა.

„ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით, რაც ხდება და გვესმის საქართველოს ხელისუფლების პოზიციაც. რა თქმა უნდა, ნათელია, რომ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახს ჯერ კიდევ არ გადასცემია. ეს ძალიან შემაშფოთებელია და ამ შეშფოთებას დიპლომატიური გზებით გამოვხატავთ“, – განაცხადა იანოშ ჰერმანმა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, 22 თებერვალს ოკუპირებული ცხინვალის წარმომადგენლებმა საქართველოს მოქალაქეები არჩილ ტატუნაშვილი, ლევან ქუტაშვილი და იოსებ პავლიაშვილი უკანონოდ დააკავეს.

არჩილ ტატუნაშვილი 23 თებერვალს ოკუპირებულ ქალაქ ცხინვალის საავადმყოფოში გაურკვეველ ვითარებაში გარდაიცვალა.

Read 1576 times