გორის საკრებულოს თავმჯდომარე: არ ვიცოდი, ჩემმა შვილმა ოცნებას თუ ფული შესწირა

სექტემბერი 16 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მისი შვილის მიერ "ქართული ოცნებისთვის" 5 000 ლარის გადარიცხვის თემას ეხმაურება და ამბობს, რომ ეს ინფორმაცია მისთვის უცნობი იყო.

დავით რაზმაძე განცხადებას ასევე მის ქონებრივ დეკლარაციაში დაფიქსირებულ მონაცემებზეც აკეთებს და ამბობს, რომ 2011 წლიდან მისი შვილი იმ მისამართზე აღარ ცხოვრობს, რაც პირადობის მოწმობის აღებისას ჰქონდა მითითებული. სწორედ ამით ხსნის რაზმაძე იმ ფაქტს, რომ ლერი რაზმაძის შემოსავლებზე (როგორც ოჯახის წევრის) დეკლარაციებში არაფერია მითითებული.

"მე გავიარე კონსულტაციები ახლაც იურისტებთან და მითხრეს, რომ ასეთ შემთხვევაში, არ მაქვს ვალდებულება ჩემი შვილის შემოსავლებზე ჩემს ქონებრივ დეკლარაციაში რამე დავწერო, რადგან ის წლებია, ჩემთან აღარ ცხოვრობს. მისამართები იმიტომ ემთხვევა, რომ ჩემთან არის ჩაწერილი, მაგრამ თბილისში მას სხვა სახლი აქვს და გორში იშვიათად ჩამოდის. ამიტომ მე მისი არც კომპანიების წილები და არც გადარიცხვები ვიცი, რადგან ის სრულწლოვანია და დამოუკიდებლად გადაწყვეტილების მიღების უფლებაც აქვს", - განმარტავს დავით რაზმაძე. 

ამავე თემაზე: გორის საკრებულოს თავმჯდომარის შვილმა "ქართულ ოცნებას" 5000 ლარი შესწირა

Read 318 times Last modified on Last modified on სექტემბერი 17 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი