პოლიციამ დააკავა პირი, რომელმაც 10-მდე ადამიანის სახელით 56 345 ლარის სესხი აიღო

სექტემბერი 18 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

პოლიციამ დააკავა პირი, რომელსაც გორის რაიონულმა სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა - საქმე ეხება მამაკაცს, რომელიც სხვების სახელით ონლაინ სესხებს იღებდა.

კერძოდ, როგორც გამოძიებიდან ირკვევა, 1986 წელს დაბადებული ა.ხ.-მ 2015-2016 წლებში, მოიპოვა 10-მდე პირის ნდობა, რის შემდეგაც მათ სხვადასხვა კომერციულ ბანკებში გაახსნევინა ანგარიშები. თითოეულ ანგარიშზე გაააქტიურებინა ინტერნეტბანკი და გამოართვა საბანკო და სხვა პერსონალური მონაცემები. ამის შემდეგ, ა.ხ.-მ მათი გამოყენებით, აიღო ონლაინ- სესხები, თაღლითურად დაეუფლა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულად თანხას _ ჯამში, 56 345 ლარის ოდენობით და მიიმალა.

2019 წლის მარტში, ბრალდებულს გორის რაიონულმა სასამართლომ, აღკვეთი ღონისძიების სახით, დაუსწრებლად შეუფარდა პატიმრობა, რის შემდეგაც იგი ქვეყნის მასშტაბით იძებნებოდა.

გამოძიება თაღლითობისა და კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და 284-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.ჩადენილი დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მამაკაცი შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლისა და აჭარის პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა ბათუმში დააკავეს.

Read 248 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი