Back to Top
 

JPrize Web Geo

ოთხშაბათი, 18 სექტემბერი 2019 17:08

წილოსანის შემდეგ, შეწყალების კომისიის წევრების გაცნობას გორის მერის ყოფილი მოადგილე ითხოვს

Rate this item
(0 votes)

გორის მერის ყოფილი მოადგილე იმ შეწყალების კომისიის შემადგენლობით ინტერესდება, რომელიც უკვე 9 თვეა პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გააუქმა.

ეკატერინე სუხიშვილი, რომელიც გორის მერიიდან სამუშაოდ განათლების სამინისტროს ერთ-ერთ სიპ-ში გადავიდა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე შემდეგი სახის ტექსტს აქვეყნებს:

"შეწყალების კომისიის წევრების სია იქნებ დადოთ, ვინ არიან მის შემადგენლობაში, რა განათლებით და რა წარსულით", - წერს ეკატერინე სუხიშვილი.

 

 

არარსებული კომისიის გაუქმება სუხიშვილამდე პარლამენტარმა ნინო წილოსანმა მოითხოვა, რეალურად კი შეწყალების კომისია, რომელზეც აღნიშნული პირები განცხადებებს აკეთებენ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გასული წლის ბოლოს გააუქმა და შეწყალების უფლება ექსკლუზიურად დაიტოვა. მიმდინარე წლის მარიამობის დღესასწაულისთვის მან ეს უფლება გამოიყენა და ჯამში 91 მსჯავრდებული შეიწყალა, მათ შორის არიან მძიმე დანაშაულებებისთვის დაკავებული პირები.

 

 

Read 852 times Last modified on ოთხშაბათი, 18 სექტემბერი 2019 17:20