Back to Top
ოთხშაბათი, 18 სექტემბერი 2019 18:38

გორის თეატრი ეროვნული დრამატურგიის საერთაშორისო ფესტივალს სტუმრობს

Rate this item
(0 votes)

გორის თეატრი ახალციხეში მიმდინარე ეროვნული დრამატურგიის საერთაშორისო ფესტივალს სტუმრობს.

ერისთავის თეატრი მაყურებელს ლაშა ბუღაძის პიესის მიხედვით, დავით ჩხარტიშვილის მიერ დადგმულ სპექტაკლს "სადღეგრძელოს" შესთავაზებს.

ფესტივალი ტრადიციულია და მას ყოველთვის მესხეთის თეატრი მასპინძლობს. 

საერთაშორისო სტატუსი ფესტივალმა წელს შეიძინა და მის ფარგლებში მონაწილეობას საქართველოში მოქმედი დასების გარდა, უკრაინის, პოლონეთის, ყაზახეთის და ბელორუსის თეატრები მიიღებენ. 

ეროვნული დრამატურგიის საერთაშორისო ფესტივალი 13 სექტემბერს გაიხსნა და 11 ოქტომბერს მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრის სპექტაკლით – „მედეა" დასრულდება.

Read 454 times