ცხინვალში წყლის დეფიციტია

მარტი 16 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ცხინვალში წყალმომარაგების ხშირი შეფერხების მიზეზი წყლის ნაკადის შემცირებაა, - ამ ინფორმაციას სააგენტო ,,რესი“ ავრცელებს.

კომპანია ,,ვოდოკანალის“ მთავარი ინჟინერი ივან სიუკაევი განმარტავს, რომ წყლის დეფიციტი დროებითი ხასიათისაა და მსგავსი სახის პრობლემების წარმოქმნას ყოველი წლის მარტის დასაწყისში აქვს ადგილი.

"მოსახლეობას ვთხოვთ გაგებით მოეკიდონ ამ სიტუაციას. წყალმომარაგების გრაფიკს რეზერვუარების შევსების შესაძლებლობები განსაზღვრავს. ამ ეტაპზე, ჩვენ იძულებულნი ვართ დღეში ერთხელ, ქალაქის ყველა დასახლებას მივაწოდოთ წყალი."

რესპუბლიკის ხელმძღვანელობა ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად უახლოეს მომავალში გეგმავს ალტერნატიული მილსადენის - ვანათის - ამოქმედება, - აცხადებს ივან სიუკაევი.

იმავე წყაროს ცნობით, 2018-2019 წლების საინვესტიციო პროგრამის ფარგლებში დაგეგმილია ძირითადი სარეზერვო წყლის სისტემის მშენებლობა ვანათი - ცხინვალის მიმართულებით. სააგენტოს ინფორმაციით, წყალმომარაგების სისტემის სათავე ნაგებობა ვანათის ტერიტორიაზე განთავსდება და ის ქალაქ ცხინვალამდე 16 კმ მანძილს მოიცავს.

აღნიშნულ ინფორმაციას გამოხმაურება ერედვის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის მხრიდან მოჰყვა. გია ქრისრტესიაშვილის შეფასებით, რუსულ-ოსური მხარეები ამჯამად დევნილი მოსახლეობის სოფლებსა და იქ არსებულ სხვადასხვა სასარგებლო რესურსებს თვითნებურად ითვისებს.

,,სოფელი ვანათი პატარა ლიახვის ხეობას ეკუთვნოდა. იქ საკმაოდ დიდი წყლის მარაგი გვქონდა. სოფელში წყაროები ბუნებრივად ამოდიოდა, თანაც რამდენიმე ადგილას. 2008 წლამდე ჩვენ შემუშავებული გვქონდა უკვე პროექტი, რომელიც მთლიანად მიმდებარე სოფლების წყალმომარაგებას გულისხმობდა, მაგრამ ჩვენ ამ პროექტების განხორციელების საშუალება არ მოგვეცა და ქართული სოფლების რესურსს ოკუპანტები ანაწილებენ“, - განაცხადა გია ქრისტესიაშვილმა.

Read 1938 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი