არასრულწლოვნების პორნოგრაფიის დამზადებისა და ტრეფიკინგის ბრალდებით, გორელები დააკავეს

სექტემბერი 19 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის ბრალდებით ბავშვების მშობლები და ნათესავები 17 სექტემბერს, საღამოს დააკავეს.

რადიო "მოზაიკა"-ს წყაროს ცნობით, მშობლები, რომლებიც დააკავეს, მატერიალური მდგომარეობა მოულოდნელად გაუუმჯობესდათ.

"სახლში რემონტები გაიკეთეს, გუშინწინ საღამოს დააკავეს რამდენიმე, მითქმა-მოთქმა ამ ყველაფრის შესახებ, დიდი ხანია არის სოფელში" , - ამბობს რადიო "მოზაიკა"-ს წყარო.

17 სექტემბერს, მას შემდეგ, რაც რადიო "მოზაიკა"-მ დაკავების შესახებ გაიგო, შსს- დაუკავშირდა, თუმცა უწყებაში განაცხადეს, რომ მსგავსი არაფერი ყოფილა.

დღეს კი, ირკვევა, რომ არასრულწლოვანთა პორნოგრაფიასა და ტრეფიკინგის ბრალდებით 11 პირი დააკავეს.

"გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულ აშშ-ის და ავსტრალიის მოქალაქეებს, თბილისში, ნაქირავებ ბინებში კონსპირაციულად მოწყობილი ჰქონდათ ფოტოსალონები და უცხოეთში რეალიზაციის მიზნით არასრულწლოვნების გამოსახულების შემცველ პორნოგრაფიულ ნაწარმოებს ამზადებდნენ, რაშიც მათ ქართველი თანამზრახველები ეხმარებოდნენ. ბრალდებულებს დანაშაულებრივ საქმიანობაში, მშობლების თანხმობით, ჩაბმული ჰყავდათ 8-დან 14 წლამდე ასაკის 10-მდე არასრულწლოვანი გოგონა. დანაშაულებრივი ჯგუფის ორგანიზატორები მოზარდების მშობლებს ფოტოების გადაღების სანაცვლოდ 500-დან 3000 ლარამდე თანხას უხდიდნენ", - აცხადებენ შსს-ში.

Read 4390 times Last modified on Last modified on სექტემბერი 19 2019

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი