სადგურის საბავშო ბაღის თანამშრომლები, სავარაუდოდ, კონკურსის წესით შეირჩევიან
2020-2021 სასწალო წლისთვის სკოლამდელი აღზრდის სააგენტო საბავშვო ბაღის თანამშრომელთა დაკომპლექტებისთვის კონკურსის გამოცხადებას აპირებს. საუბარია სადგურის დასახლებაში მდებარე ობიექტზე, რომელსაც მეოთხე ტენდერში გამარჯვებული კომპანია აშენებს.
სკოლამდელი აღზრდის სააგენტოში საბავშვო ბაღის გახსნას მომავალი წლისთვის ელოდებიან. მანამდე კი, ორგანიზაცია მისი კადრებით დაკომპლექტებაზე იმუშავებს.
ლია კოვზიაშვილის განმარტებით, სხვა ბაღების შემთხვევაში, როცა თანამშრომელი სამსახურს ტოვებს, სააგენტო მის ხელთ არსებულ CV-ების ბაზას იყენებს და ახალი კადრით ჩანაცვლებას, მისი კომპეტენტურობისა და კვალიფიკაციის გათვალისწინებით, ახდენს. რაც შეეხება სადგურის საბავშვო ბაღს, ერთწლიანი პერიოდი, როგორც კოვზიაშვილი ამბობს, საკონკურსო ვადებთან დაკავშირებით ბარიერებს არ შეუქმნით. ბაღი 90-მდე აღსაზრდელს მიიღებს.
"შესაძლებელია ღია კონკურისის გამოცხადება, რადგან ეს არის წინასწარ დაგეგმილი ღონისძიება. საბავშვო ბაღი სავარაუდოდ 4 ჯგუფიანი იქნება და შესაბამისი რაოდენობის თანამშრომლები დაგვჭირდება. სხვა შემთხვევაში, კონკურსის გამოცხადება შეუძლებელია, რადგან მას თავისი ვადები აქვს - სასწავლო პროცესში ჩანაცვლება დაუყონებლივ უნდა მოხდეს. სააგენტოში სისტემატურად შემოდის CV-ები. ადამიანები მოდიან ჩვენთან და მოაქვთ გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები. მათგან შერჩევა საჭიროების მიხედვით ხდება. რაც შეეხება სადგურის საბავშვო ბაღს, შესაძლებელია კონკურსის გამოცხადება და კადრების ამ სახით შერჩევა, რადგან დროში არ ვიზღუდებით. რაც შეეხება დაფინანსებას, მომავალი წლის ბიუჯეტის დაგეგმვისას, შესაძლოა ზუსტად არ იყოს თანხები გაწერილი, მაგრამ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანა ყოველთვის შეიძლება და ამ მხრივ, მომავალი წლისთვის ვფიქრობ პრობლემა არ შეიქმნება", - ამბობს გორის მერიის ა(ა)იპ სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელი ლია კოვზიაშვილი.
Latest from რადიო მოზაიკა
- საჯარო მოხელემ 14 დეკემბრის აქციაზე ჟურნალისტთან საუბარს თავი მუქარით აარიდა
- 20 -21 ივნისის მოვლენების ანგარიშის განხილვას ადგილობრივი ხელისუფლებიდან არავინ დასწრებია
- გორის მერია შენობის დასუფთავების მომსახურებისთვის 100 000 ლარამდე დახარჯავს
- ნაგვის ადგილი ურნაშია და არა ქუჩაში - ახალგაზრდებმა გორში დასუფთავების აქცია მოაწყეს
- მაკრახიძე ჟურნალისტზე: თუ მიჩივლებს, მეც ვუჩივლებ იმ შეურაცხყოფაზე, რაც მომაყენა