გორის ქალთა კამერულ გუნდს თელავში მოუსმინეს

სექტემბერი 23 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)
გორის ქალთა გუნდი თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალის ფარგლებში წარსდგა.

გორის ქალთა გუნდი საერთაშორისო კონკურსების ლაურეატი და ახალგაზრდული გუნდების ევროპის ასოციაციის ,,ევროპა-კანტატას“ წევრია.

თელავის თეატრში საგუნდო მუსიკის კონცერტი გუშინ საღამოს ჩატარდა და ის ცნობილი ქართველი კომპოზიტორის, იოსებ კეჭაყმაძის 80 წლის იუბილეს მიეძღვნა.

წელს ფესტივალი კლასიკური მუსიკის ცენტრის ორგანიზებით და საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით 21-29 სექტემბერს იმართება.

 
 
 
 
Read 154 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი