Back to Top
ორშაბათი, 23 სექტემბერი 2019 17:13

მოსწავლის ცემის გამო, გორის ერთ-ერთი სკოლიდან მასწავლებელი გაათავისუფლეს

Rate this item
(0 votes)

გორის ერთ-ერთი საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელი ზ.ხ, მოსწავლის ცემის გამო, სამსახურიდან გაათავისუფლეს, - ამის შესახებ ინფორმაცია რადიო "მოზაიკას" წყარომ მიაწოდა.

"ბავშვს ხელი შემოსცხო და ამის გამო გამოუშვეს სკოლიდან. ხშირად ნასვამიც კი მიდიოდა გაკვეთილებზე", - ამბობს რადიო "მოზაიკას" წყარო.

აღნიშნულ ფაქტს ადასტურებს გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელი ნანა ტერმაკოზაშვილიც. მისი განმარტებით, შემთხვევის შემდეგ, სკოლის დირექტორმა, საქმე განსახილველად სკოლის დისციპლინარულ კომიტეტს გადასცა.

"კომიტეტმა მოსწავლის ცემის ფაქტი დაადგინა, რის შემდეგაც, მასწავლებელი დაუყონებლივ გათავისუფლდა სკოლიდან", - განაცხადა ნანა ტერმაკოზაშვილმა.

Read 4716 times