Back to Top
სამშაბათი, 24 სექტემბერი 2019 11:46

პორნოგრაფიული დანაშაულის მსხვერპლი ბავშვების ნაწილი სკოლაში აღარ დადის

Rate this item
(0 votes)

პორნოგრაფიული ნაწარმოების დამზადება - გასაღების ქსელის მსხვერპლი ბავშვების ნაწილი სკოლაში აღარ დადის.

რადიო "მოზაიკას" ინფორმაციით, რამდენიმე მათგანმა სკოლაში სიარული ამ ამბის გახმაურების შემდეგ გაწყვიტა.

"ჩვენი სოფლიდან 5 თუ 6 ბავშვი იყო ჩართული ამ საქმეში. უცხოელებმა რა ხელშეკრულებებიც გაუფორმეს, თურმე სულ სხვა რამეს ითვალისწინებდა. როგორც ჩანს, ბავშვებს გარეგნობის მიხედვით არჩევდნენ - ყველა მსხვერპლი ლამაზი ბავშვია", - უთხრა რადიო "მოზაიკას" ერთ-ერთმა ადგილობრივმა.

ამ დროისთვის, ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 11 წევრია დაკავებული. დაკავებულთა შორის რჩებიან ბავშვების მშობლები, ნათესავები და ფოტოსალონების მფლობელები.

დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში მათ 17-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ.

Read 535 times