არჩევნების გენდერული ანალიზი - კვლევის შედეგები და რეკომენდაციები

მარტი 16 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნები გენდერულ ჭრილში გაანალიზა. კვლევის საფუძველზე ორგანიზაციამ ის რეკომენდაციებიც შეიმუშავა, რამაც პოლიტიკაში ქალთა ქართულობა უნდა გაზარდოს. 

შიდა პოლიტიკურ დღის წესრიგში ქალთა ჩართულობის აუცილებლობაზე დღეს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისის ხელმძღვანელმა ისაუბრა. ქეთი ბებიაშვილმა სხვადასხვა სექტორში დასაქმებულ ადამიანებს 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების გენდერული ანალიზი, ძირითადი მიგნებები და გამოწვევები გააცნო. კვლევის საგანს 2017 წლის ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნები წარმოადგენდა, რომელიც მესამე სექტორის შეფასებით, ქალთა ჩართულობით ნაკლებად გამოირჩეოდა.

კვლევის მიხედვით ქალები საკანონმდებლო ხელისუფლებაში 16%-ით არიან წარმოდგენილნი, აღმასრულებელ ხელისუფლებაში 10.50, სასამართლო ხელისუფლებაში 53%. ადგილობრივ წარმომადგენლობით ორგანოებში დაახლოებით 13,46%, რაც შეეხება აღმასრულებელ ადგილობრივ აღმასრულებელ ორგანოს დღეს ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ ერთია ქალი მერი, გუბერნატორი კი - არცერთი.

 

r

დღეს გამართულ შეხვედრაზე იმ ბარიერებზეც ისაუბრეს, რაც ქალს პოლიტიკაში მოსვლამდე და მის შემდგომ პერიოდში ხვდება. "შენების მოძრაობის" წარმომადგენელი ირმა პაპიძე მთავარ პრობლემას პოლიტიკურ კულტურაში ხედავს.

არჩევნებს იგებენ ქალები და ხელისუფლებაში მოდიან კაცები, - ასე ეხმაურება კვლევის შედეგებს გორის საკრებულოს წევრი ქართული ოცნებიდან ლია ჩლაჩიძე. მისი განცხადებით, პოლიტიკაში ქალთა რაოდენობის გასაზრდელად მათი წახალისებაა აუციელებლი.

გორის "დემოკრატიის სკოლაში", კვლევის შედეგების პრეზენტაციას დისკუსია მოჰყვა. დამსწრეთა შორის უმრავლესობას ისევ ქალები წარმოადგენდნენ. მათი აზრით, ფინანსური მდგომარეობის გარდა, ქალთა პოლიტიკური ჩართულობის დაბალ მაჩვენებელს საზოგადოებაში არსებული გენდერული სტერეოტიპები განსაზღვრავს.

ორგანიზაციამ კვლევის საფუძველზე რეკომენდაციებიც შეიმუშავა -  აქცენტი მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლებაზეა დასმული. 

  • განხორციელდეს ფართომასშტაბიანი საინფორმაციო კამპანია ქალთა პოლიტიკური მონაწილეობის მნიშვნელობასთან დაკავშირებით. აღნიშნული კამპანია დაფუძნებული უნდა იყოს მოსახლეობაში ამ მიმართულებით არსებულ სტერეოტიპებზე და მიმართული უნდა იყოს მათი აღმოფხვრისკენ; 
  • დაიწყოს საუბარი ქალების როლზე პოლიტიკაში სხვადასხვა მედია საშუალებების მეშვეობით; მოხდეს ქალი პოლიტიკოსების მიერ წამოწეული და გადაჭრილი საკითხების პოპულარიზაცია; 
  • გამოყენებულ იქნას საზოგადოების ცნობიერების ამაღლების ახალი მეთოდები, რომლებიც გასცდება ტრენინგებისა და სემინარების; გამოყენებულ იქნას განსხვავებული მიდგომები თითოეული სამიზნე აუდიტორიისათვის, ქვეყნის რეგიონების, ეთნიკური, რელიგიური და სხვა ჯგუფების გათვალისწინებით; 
  • მოხდეს არა მხოლოდ მეტი ქალის მოთხოვნა პოლიტიკაში, არამედ უკვე არჩეული ქალების გაძლიერება, რათა ამ ქალებმა შიგნიდან წარმოაჩინონ პოლიტიკაში ქალთა მნიშნელობა და აუცილებლობა.

რეკომენდაციები შემუშვებულია ხელისუფლებისა და პოლიტიკური პარტიების მიმართაც. 

Slide33

 

Slide34

Read 1527 times Last modified on Last modified on მარტი 16 2018

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი