Back to Top
 

JPrize Web Geo

სამშაბათი, 24 სექტემბერი 2019 15:29

აგვისტოს ომში სიკვდილს გადარჩენილ ექიმს ემიგრაციაში წასვლა მოუწია

Rate this item
(0 votes)

ექიმი, რომელსაც აგვისტოს ომის დროს ჯანმრთელობის პრობლემები შეექნა, საქართველოდან წავიდა - თამარ ქარელმა სამშობლოს დატოვების გადაწყვეტილება ფინანსური მდგომარეობის გამო გადაწყვიტა.

თამარი ერთადერთი სამოქალაქო ექიმია, რომელიც აგვისტოს ომის დროს დაიჭრა. მძიმედ დაჭრილს ოპერაცია გორში გაუკეთეს. ოპერაციის მიმდინარეობისას ქალაქის დაბომბვა არ შეწყვეტილა.

"ომი ჩემს ცხოვრებაში 2008 წლის 7 აგვისტოს შემოიჭრა. გორის სასწრაფოში ვმუშაობდი და ავნევიდან შეტყობინება შემოვიდა, სამხედროები დაიჭრნენო. 8 აგვისტოს სახლში ვიყავი. 9 - ში ჩვეულებრივად წავედი სამსახურში. ჩვეულებრივად საორდინატოროში ვიყავი. გოგოები საჭმელს ჭამდნენ. უცებ საშინელი ცხელი ჰაერის ტალღა წამოვიდა, გაისმა გრუხუნი. მერე მარჯვენა ფერდში არანორმალური ტკივილი ვიგრძენი, თავი ვეღარ წამოვწიე. ზედ ნანგრევები მეყარა", - იხსენებს თამარი.

მგდომარეობის გაუმჯობესების შემდეგ, თამარი შეეცადა, საყვარელ პროფესიას დაბრუნებოდა, მაგრამ მძიმე ჭრილობების გამო, სასწრაფოს ექიმობა ვეღარ შეძლო. სხვა სამსახური კი არავინ შესთავაზა. როგორც თავად ამბობს, ოჯახის ფინანსური საჭიროებებიდან გამომდინარე, იძულებული გახდა ქვეყნიდან წასულიყო.

"ჩემი ამბავი ყველამ იცოდა, შემეძლო, ვინმესთან მივსულიყავი და რაღაც მეთხოვა, მაგრამ არაფერი მითხოვია. მხოლოდ ის ვითხოვე, სასწრაფოზე მუშაობას ვეღარ ვახერხებ და იქნება, საავადმყოფოში გადამიყვანოთ-მეთქი. გადამიყვანეს და მიზერულ ხელფასზე დამსვეს. ამის გამო, სასწრაფოდან წამოსვლას ვერ ვახერხებდი, მაგრამ ძალიან ძნელი იყო იქ მუშაობა. როდესაც ჩემი შვილი სტუდენტი გახდა და გავიგე, რომ გრანტი ვერ მოიპოვა, გადავწყვიტე, ემიგრაციაში წავსულიყავი და მეც ისევე დავხმარებოდი ჩემს ოჯახს, როგორც ამას ათასობით ქალი აკეთებს", - ამბობს თამარ ქარელი.









Read 908 times