Back to Top
 

JPrize Web Geo

სამშაბათი, 24 სექტემბერი 2019 15:54

ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრი აშშ-ს წარმომადგენელს შეხვდა

Rate this item
(0 votes)

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობას ოკუპირებული ტერიტორიების მიმდებარე სოფლებში ახალი საწარმოების დასაფინანსებლად 500 000 აშშ დოლარის გამოყოფისთვის მადლობა გადაუხადა.

როგორც პრემიერ-მინისტრმა აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელ ელიზაბეთ რუდთან შეხვედრისას განაცხადა, ეს აშშ-ის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის კიდევ ერთი მკაფიო დადასტურებაა.

ამავე თემაზე: ამერიკის საელჩო საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში საწარმოებს 500 ათას დოლარით დააფინანსებს

შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა ოკუპირებულ ტერიტორიებზე ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებზე, ჰუმანიტარული და უსაფრთხოების კუთხით არსებულ მძიმე მდგომარეობასა და სოფელ ჩორჩანას მიმართულებით საოკუპაციო ძალების მიერ გადადგმულ დესტრუქციულ ნაბიჯებზე.

Read 421 times Last modified on სამშაბათი, 24 სექტემბერი 2019 16:02