Back to Top
 

JPrize Web Geo

სამშაბათი, 24 სექტემბერი 2019 17:05

გორის სახალხო დღესასწაულის აღნიშვნას წელს 25 ათასი ლარი მოხმარდება

Rate this item
(0 votes)

"გორის დღე" 2019"  12 ოქტომბერს ჩატარდება, რისთვისაც ბიუჯეტიდან 25 ათასი ლარი დაიხარჯება - ინფორმაცია რადიო "მოზაიკას" კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოდან მიაწოდეს.

ა(ა)იპ - ის დირექტორის მოადგილის, გიორგი ქვათაძის განმარტებით ღონისძიებებისთვის გათვალისწინებული თანხა გასულ წელთან შედარებით დაახლოებით 10 ათასი ლარითაა შემცირებული.

"ჯერჯერობით არ ვიცით, ვინ იქნებიან მომღერლები, თუმცა გვსურს, რომ ადგილობრივები შევარჩიოთ.ამ შემთხვევაში ექსკლუზიური შესყიდვის უფლებით ვსარგებლობთ და ტენდერის გარეშე ვიღებთ მათგან ამ მომსახურებას. რაც შეეხება კრიტერიუმებს, აქცენტი გაკეთდება პოპულარობასა და ფასზე. ვფიქრობთ, გვყავს საკმაოდ ცნობილი და წარმატებული გორელი მომღერლები, მათ შორის ისეთები, გორის სიყვარულში უფასოდაც რომ იმღერებენ", - გიორგი ქვათაძემ.

Read 923 times