მიუსაფარი ძაღლები გორში - საერთო საფრთხე ან/და საერთო საზრუნავი

მარტი 16 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

მიუსაფარი ძაღლების საკითხზე, როგორც პრობლემაზე, ბოლო დღეებში არაერთი მოსაზრება გამოითქვა. მოქალაქეებმა ამ საკითხზე დღეს „გორის დარბაზის“ დამფუძნებლის, თამაზ მაყაშვილის მიერ დაორგანიზებულ შეხვედრაზე იმსჯელეს.

მიუსაფარი ძაღლების სიმრავლესა და თანმდევ საფრთხეებზე გორში კიდევ ერთხელ ისაუბრეს.შეხვედრას არამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ცხოველთა უფლებადამცველები და საკითხით დაინტერესებული მოქალაქეები ესწრებოდნენ.

"ჩვენი უფლებების დარღვევის ხარჯზე არ უნდა ხდებოდეს ქუჩის ძაღლების უფლებების დაცვა. ჯერ ადამიანის უსაფრთხოება უნდა იყოს პრიორიტეტი და შემდეგ -ცხოველის", - თქვა ფიქრა ბრეგვაძემ.

მის მოსაზრებას სუზი ბერიძე არ დაეთახნმა.

"რა დააშავა ძაღლმა, რომელმაც მილიონი წლის წინ გადმოდგა ნაბიჯი და ადამიანებთან მეგობრობა გადაწყვიტა? რატომ არა აქვთ მათ უფლება დაცულები იყვნენ?"

მსჯელობას ძაღლების თავშესაფრის დირექტორი არ დასწრებია. დაწესებულებაში არსებულ მდგომარეობაზე მოქალაქეებს საკრებულოს დეპუტატი ლია ჩლაჩიძე ესაუბრა.

„მე პირადად წავედი და მოვინახულე თავშესაფარი, რომელშიც კატასტროფული მდგომარეობაა, ძაღლები არიან საშინელ პირობებში, არის აუტანელი სუნი, არ ირეცხება ის ტერიტორია, სადაც ძაღლები არიან. ტემპერატურის მატებასთან ერთად ეს სუნი ბევრად აუტანელი გახდება. გარდა ამისა, უამრავი ძაღლია დაავადებული და ისინი სათანადო პირობებში არ იმყოფებიან“, - თქვა დეპუტატმა.

ლია ჩლაჩიძემ ასევე განმარტა, რომ ცხოველთა უფლებადამცველებთან ერთად, ხელისუფლება ახალ რეგულაციებზე მუშაობს.

"საკრებულომ გადაწყვიტა შეიმუშავოს რეგულაციები, რომელიც მიუსაფარი ძაღლების პრობლემებს მოაგვარებს. მოკლე პერიოდში,რაც ამ კუთხით გაკეთდება, ეს არის იოსებ მაკრახიძის დაპირება, რომ თავშესაფარს მიუტანს სამ კონტეინერს, სადაც ლაბორატორია განთავსდება."

უფლებადამცველებს პრობლემის მოგვარება სამოქალაქო ცნობიერების ამაღლების გარეშე რთულად წარმოუდგენიათ.

"ამ პროცესში უნდა ჩაერთოს ყველა - სკოლები, ცხოველთა უფლებადამცველები, მუნიციპალიტეტი. ერთობლივი მოქმედებებით უნდა გადაწყდეს ესპრობლემა."

შეხვედრაზე გორის რაბიოლოგიის სამსახურის წარმომადგენელიც იმყოფებოდა. დავით გასიტაშვილის თქმით, გასულ თვეში ძაღლის მიერ დაკბენის 89 შემთხვევა დაფიქსრდა, მათგან მიუსაფარი 9 იყო.

Read 1687 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი