Back to Top
 

JPrize Web Geo

ოთხშაბათი, 25 სექტემბერი 2019 13:31

გორელმა შშმ პირებმა 2 ჩემპიონატში გაიმარჯვეს

Rate this item
(0 votes)
გორელებმა შშმ პირებმა 2 ჩემპიონატში გაიმარჯვეს.
ჩემპიონატი პროექტის „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაას“ საზაფხულო ეტაპზე ,,ახალგაზრდულმა მედიაკავშირმა“ განახორციელა.
აქტივობის პარტნიორი საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მერიები იყვნენ.
როგორც ცნობილია, გორელებმა გუნდური პირველობა კულინარიულ დუელში მოიპოვეს, სადაც ყველაზე გემრიელი და ლამაზად გაფორმებული კერძი შექმნეს ინგრედიენტებით მონიშნული ოკუპირებული ტერიტორიებით, საქართველოს დროშითა და ირგვლივ გველეშაპით.
ინდივიდუალურ შეჯიბრებაში, რომელიც მშვილდოსნობის სახეობაში ჩატარდა, პირველი ადგილი გორის მერიის გუნდის წევრმა რევაზ გორგაძემ მოიპოვა.
გორის მერიის ცნობით, პროექტ „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაას“ გარდა, გორის მუნიციპალიტეტის მერია თანადაფინანსების პროგრამების საშუალებით, შშმ პირთა ადაპტაცია-რეაბილიტაციის არაერთ პროექტს აფინანსებს, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 82 000 ლარი იხარჯება. თანხა 25 შშმ პირის რეაბილიტაციას, სამკურნალო კურორტზე დასვენებას, კვებასა და სწავლას ხმარდება.
Read 370 times