Back to Top
 

JPrize Web Geo

ხუთშაბათი, 26 სექტემბერი 2019 17:36

გორის მერია უნებართვო მშენებლობაზე განსაზღრულ ჯარიმებზე მოქალაქეებს აფრთხილებს

Rate this item
(0 votes)

გორის მუნიციპალიტეტის მერია მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ უნებართვო სამშენებლო საქმიანობა ქალაქ გორში 4000 - ით, ხოლო გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში 2000 ლარით დაჯარიმებას ითვალისწინებს.

"ჯარიმების ოდენობები მიმდინარე წლის 3 ივნისიდან გაიზარდა, მას შემდეგ რაც საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში ცვლილება შევიდა", - იუწყება ადგილობრივი ხელისუფლება. 

უწყების ცნობით, კანონით გათვალისწინებული სანქციები ეკისრება ასევე იმ მოქალაქეს, რომელიც უნებართვოდ ახორციელებს შენობის დემონტაჟსა და რეკონსტრუქციას.

"სამართლებრივ პასუხისმგებლობებს ითვალისწინებს აგრეთვე სამშენებლო ნებართვით გათვალისწინებული პირობების დარღვევა( კლასების მიხედვით, ქალაქში 800 - დან 4000 ლარამდე, სოფელში 200 - დან 2000 ლარამდე). აღნიშნული პასუხისმგებლობების თავიდან აცილების მიზნით ახალი მშენებლობის, რეკონსტრუქციისა და დემონტაჟის უფლების მისაღებად უნდა მიმართოთ გორის მუნიციპალიტეტის მერიას და არ უნდა დაარღვიოთ ნებართვით გათვალისწინებული პირობები", - ვკითხულობთ მერიის განცხადებაში. 

Read 672 times