7 თვის შვილის გაგუდვაში ბრალდებულ დედას, გორის სასამართლომ განაჩენი გამოუტანა

სექტემბერი 26 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

7 თვის ჩვილის მკვლელობაში ბრალდებულ არასრულწლოვან დედას 8 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

გადაწყვეტილება გორის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ლევან ბარბაიძემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. მოსამართლის განმარტებით, მან ბავშვთა ევროული კონვენციით იხელმძღვანელა და რადგან მსჯავრდებული არასრულწლოვანია, მას საბოლოდ სასჯელის ზომად 6 წლიანი პატიმრობა განესაზღვრა. არასრულწლოვანს ფსიქოლოგიურ დახმარებასაც აღმოუჩენენ. აღნიშნული გადაწყვეტილება გააპროტესტა მოკლული ჩვილის მამის ოჯახმა.

"პარლამენტთან მიმდინარე აქციას კიდევ ერთი შვილმოკლული მამა შეუერთდება",-აცხადებს ადვოკატი ნონა დვალიშვილი.

7 თვის ბავშვის მკვლელობის ბრალდებით ჩვილის არასრულწლოვანი დედა სამართალდამცავებმა 21 მაისს, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში, დააკავეს. გამოძიება უმწეო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით დაიწყო. ჩადენილი დანაშაული 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Read 237 times

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი