8 წლის გოგონას მკვლელობაში ბრალდებულის განაჩენი სააპელაციომ უცვლელად დატოვა

სექტემბერი 27 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

თბილისის სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაცვის მხარის საჩივარი და გორში 8 წლის გოგონას მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულ ი.ნ-ის მიმართ გორის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 27 მაისის განაჩენი, რომლითაც მას უვადო თავისუფლების აღკვეთა ჰქონდა მისჯილი, ძალაში უცვლელად დატოვა.

პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში წერია, რომ ი. ნ. დამნაშავედ იქნა ცნობილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნისა და უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ, განსაკუთრებული სისასტიკით და სხვა დანაშაულის დაფარვის მიზნით ჩადენილი განზრახ მკვლელობისა და დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, წინასწარი შეცნობით თოთხმეტი წლის ასაკს მიუღწეველთან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენისთვის.

გორის რაიონულმა სასამართლომ ი.ნ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად უვადო თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

Read 186 times

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი