Back to Top
 

JPrize Web Geo

პარასკევი, 27 სექტემბერი 2019 12:43

როგორ აღინიშნება გორში მსოფლიო ტურიზმის დღე

Rate this item
(0 votes)

27 სექტემბერს მსოფლიო ტურიზმის საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით, გორში ტურიზმის საინფორმაციო ცენტრი აქტივობებს მართავს.

ცენტრის ხელმძღვანელის, რობერტი მაღლაკელიძის თქმით, დღევანდელ დღეს სხვადასხვა აქტივობების გარდა, ქვიშაზე შექმნილი ფილმის პრეზენტაციაც გაიმართება, სადაც ქართულ ღვინის ისტორიაა ასახული.

"ამ დღესთან დაკავშირებით გვაქვს ღონისძიებები. უცხოელი ტურისტებისთვის დავბეჭდეთ ბარათები, სადაც ვულოცავთ ტურიზმის დღეს. საკრებულოს სხდომათა დარბაზში შეხვედრა გვაქვს, ერთ ერთ საოჯახო ღვინის მარნის ხელმძღვანელთან, როგორც წარმატებულ პროვაიდერთან და წარმატებულ მეღვინესთან. გვაქვს ქვიშაზე შექმნილი ანიმაციური ფილმის პრეზენტაცია, რომელიც არის ღვინის ისტორიაზე", - თქვა რობერტ მაღლაკელიძემ.

Read 379 times