ამერიკაში მოღვაწე ანიმატორი გორს საკუთარი კონიაკით და ფილმით სტუმრობს

სექტემბერი 27 2019 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

ამერიკაში მოღვაწე გორელი ანიმატორი მშობლიურ ქალაქში საკუთარი კონიაკით და ანიმაციით ჩამოვიდა.

სასმლის დეგუსტაცია და ფილმის პრეზენტაცია მსოფლიო ტურიზმის დღეს ეძღვნება, - ამის შესახებ რადიო "მოზაიკას" გორის ტურიზმის განყოფილებამ აცნობა.

ამავე თემაზე: როგორ აღინიშნება გორში მსოფლიო ტურიზმის დღე

განყოფილების ხელმძღვანელის თქმით, დავით გულისაბედაშვილი წლებია ამერიკაში მოღვაწეობს და ანიმაციების შექმნის პარალელურად, კონიაკსაც აწარმოებს.

"მას შექმნილი აქვს ფილმი, რომელიც არის ღვინის და ქვევრის ისტორიაზე, ეს ადამიანი ქვიშაზე ხატავს და ასე ჰქმნის ანიმაციებს. ის აწარმოებს საკუთარ კონიაკს და ღონისძიების ბოლოს მისი შექმნილი სასმელის დეგუსტაციაც შედგება".

ღონისძიება საკრებულოს სხდომათა დარბაზში მოეწყობა.

Read 197 times Last modified on Last modified on სექტემბერი 27 2019

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი