Back to Top
შაბათი, 28 სექტემბერი 2019 20:28

თბილისში გამართულ სამეცნიერო პიკნიკში გორელი მოსწავლეებიც მონაწილეობდნენ

Rate this item
(0 votes)

დღეს, თბილისში გამართულ სამეცნიერო პიკნიკში გორის ოთხმა სკოლამ მიიღო მონაწილეობა.

ვაკის პარკში გამართულ ღონისძიებაზე "ილიაუნის სამეცნიერო პიკნიკი" გორის მუნიციპალიტეტის 4 საჯარო სკოლა მონაწილეობდა - გორის #8, გორის #12, ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია და ქვემო სობისის საჯარო სკოლები.

მოსწავლეებმა ჩაატარეს ექსპერიმენტები, ითამაშეს სამაგიდო-სამეცნიერო თამაშები და თანატოლებს ცოდნა გაუზიარეს.

აქტივობების თემატიკა მდგრადი განვითარების მიზნები იყო.

Read 934 times Last modified on შაბათი, 28 სექტემბერი 2019 20:38