დამოუკიდებელი ექსპერტის განცხადება ტატუნაშვილის ცხედრის საკითხზე

მარტი 17 2018 font size decrease font size increase font size
Rate this item
(0 votes)

დამოუკიდებელი ექსპერტი მაია ნიკოლეიშვილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის საკითხზე განცხადებას ავრცელებს და ამბობს, რომ ქართულ მხარეს ექსპერტიზის ჩატარება რეალურ სურათს ვეღარ წარმოაჩენს, რადგან სხეულზე არსებული დაზიანებები ახლა უკვე აღარ იქნება შესამჩნევი, მითუმეტეს თუ გვამი სამაცივრე პირობებში ან დაბალ ტემპერატურაზე არ ინახებოდა.

,,ის, რომ მიკროპრეპარატები შეისწავლეს და შეიძლება მართლა გადაიგზავნა რუსეთში შესასწავლად. ეს გასაგებია. ჩვენ ამას ალბათ ვერ ვნახავთ. ძალიან ნაკლებია იმის ალბათობა, რომ ეს პრეპარატები გამოსაკვლევად ჩვენ მხარეს გადმოეცეს. მაგრამ უკვე, ამდენი დღის გავლის შემდეგ, ექსპერტიზაც რომ ჩატარდეს თუნდაც ხვალ, შინაგანი ორგანოების ცვლილებები უკვე იქნება საიმისო, რომ ჩვენ პირვანდელი სურათი იქ ვერ ვნახოთ, რადგან საკმაოდ სახეშეცვლილი იქნება. რაც შეეხება გარეგნულ დაზიანებებს, თუ ასეა, რაც შეიძლება უცვლელად ვნახოთ, ეს არის ძვლის მოტეხილობა, რადგან 100 წელიც რომ გავიდეს ძვლის მოტეხილობები იქნება შესამჩნევი. ვარაუდი იყო ცეცხნასროლ დაზიანებებზე, ეს რა თქმა უნდა, იქნება, მაგრამ სხეულზე არსებული დაზიანებები, სისხლნაჟღენთები, ნაჭდევები, შეიძლება უკვე ვეღარ ვნახოთ. მიუხედავად იმისა სამაცივრე პირობები თუ არის ან დაბალი ტემპერატურა, შეიძლება ეს ყოფილიყო, მაგრამ უკვე ამდენი ხანი გავიდა სიკვდილიდან და მაინც იქითკენ მიდის, რომ ბევრი რამ შეიცვლება და კვალი ძალიან არაინფორმატიული იქნება“, -განაცხადა მაია ნიკოლეიშვილმა.

Read 733 times
ვის დაუჭერთ მხარს არჩევნების მეორე ტურში?

44086341 348927965844559 8831158629861163008 n

ადგილი შენი რეკლამისთვის

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

studia-re

26056936 1853234714784791 1424530202 nსაიტი დამზადებულია პროექტის "თემის ხმა" ფარგლებში. პროექტი დაფინანსებულია საერთაშორისო ორგანიზაციის "European Endowment For Democracy" (EED) მიერ.

გორის სათემო რადიო "მოზაიკას" პარტნიორი

ნიმდი