Back to Top
 

JPrize Web Geo

სამშაბათი, 01 ოქტომბერი 2019 13:19

სკრის დევნილთა დასახლებაში სამშენებლო მასალები დაარიგეს

Rate this item
(0 votes)

ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობა დევნილთა ჩასახლებებში ინფრასტრუქტურულ პროგრამებს ახორციელებს.

ქურთის მუნიციპალიტეტიდან დევნილი მოსახლებისთვის საპირფარეშოების შეკეთებისათვის საჭირო მასალების გადაცემა დასრულდა სკრის დევნილთა დასახლებაში. აღნიშნული პროგრამით სულ 51-მა დევნილმა ოჯახმა ისარგებლა. მანამდე, ასევე საპირფარეშოების შესაკეთებლად საჭირო მასალები გადაეცათ ბერბუკის დევნილთა დასახლებაშიც.

როგორც ქურთის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილემ, ნუგზარ კახნიაშვილმა აღნიშნა, დევნილთა დასახლებებში წელს კიდევ რამდენიმე ინფრასტრუქტურული სამუშაოს ჩატარება იგეგმება.

"მოსახლეობის მოთხოვნით, სველი წერტილებისათვის გამგეობამ სკრის დევნილთა ჩასახლებაში მცხოვრებ 51 ოჯახს და გორში, ყოფილ მე-7 საბავშვო ბაღის შენობაში მცხოვრებ 13 ოჯახს საჭირო მასალა გადასცა. დევნილთა დახმარებას მომავალშიც შეძლებისდაგვარად გავაგრძელებთ", - აღნიშნავენ ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობაში.

Read 629 times