Back to Top
კვირა, 18 მარტი 2018 21:46

ქართველი მორაგბეები ევროპის ჩემპიონატზე ტატუნაშვილის წარწერიანი მაისურებით წარსდგნენ

Rate this item
(0 votes)


საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში, რუმინეთის წინააღმდეგ სპეციალური თეთრი მაისურებით გამოვიდა, რომელზეც ტატუნაშვილი ეწერა.


რაგბის კავშირის ეს აქცია ოკუპირებულ ცხინვალში მოკლულ არჩილ ტატუნაშვილს ეძღვნებოდა, რომლის ცხედარიც ამ დრომდე, მიუხედავად არაერთი მოთხოვნისა, ოჯახისთვის არ გადმოუციათ.

რაგბის კავშირის წარმომადგენლის, ბაჩო ხურციძის განმარტებით, ქართველმა ბორჯღალოსნებმა ამ სახით გამოხატეს მთელი ქვეყნისადმი სოლიდარობა და ოჯახისადმი თანადგომა.

Read 2226 times Last modified on კვირა, 18 მარტი 2018 21:52